პრემიერმა თითოეულ ადამიანს, ვინც სტიქიას გმირულად ებრძოდა, მადლობა გადაუხადა

© Facebook / Irakli Garibashviliირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მედია–საშუალებებს მოუწოდებს მოამზადონ გადაცემები და პუბლიკაციები რიგითი თბილისელების გმირობაზე, რათა „მომავალმა თაობამ იცოდეს ყველაფერი ამის შესახებ“.

თბილისი, 17 ივნისი –  Sputnik. პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თავდაუზოგავად გაწირა თავი თბილისში წყალდიდობის დროს ადამიანების გადასარჩენად და იგი აპირებს პრეზიდენტს თხოვნით მიმართოს ამ ადამიანების  მხრიდან გამოჩენილი გმირობისათვის მათ ჯილდო გადასცენ.

ძლიერი წვიმა, რომელსაც ქარიშხალი და სეტყვა ახლდა თან, თბილისს კვირას, 14 ივნისის ღამით დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად განადგურდა ზოოპარკი, უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით,  19 ადამიანი გარდაცვლილია, 6 უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. რამდენიმე ათასი მაშველი, პოლიციელი, სამხედრო და მოხალისე მესამე დღეა თავდაუზოგავად შრომობენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისათვის.

„პრეზიდენტს თხოვნით მივმართავ, ყველა მაშველი, პოლიციელი და მოხალისე, რომლებმაც საოცარი გმირობა გამოიჩინეს იმ რთულ მომენტში, სპეციალური სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. როდესაც ამ ადამიანების სრული სია მექნება, მე პრეზიდენტს შუამდგომლობით მივმართავ ", – განაცხადა ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ასევე მოუწოდა მედია–საშუალებებს მოამზადონ გადაცემები და პუბლიკაციები რიგითი თბილისელების გმირობაზე, რათა „მომავალმა თაობამ იცოდეს ყველაფერი მათ შესახებ“.

„შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მაშველი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სხვა ადამიანი გადაარჩინა, მართლა გმირია…ასეთი იდეა გამიჩნდა და მსურს მედია–საშუალებებს მივმართო მოამზადონ გადაცემები და პუბლიკაციები ამ ადამიანების გმირობის შესახებ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრათ თუ როგორი გმირები გვყავს ჩვენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0