მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთში ათასამდე მაშველი ეძებს ჩაძირული ბორნის მგზავრებს

© photo: Sputnik / Sergey Mamontov / გადასვლა მედიაბანკშიქალაქი ხანჩჟოუ
ქალაქი ხანჩჟოუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის არსებული მონაცემით, უკვე გადარჩენილია ოცამდე ადამიანი. მანამდე ცხადდებოდა, რომ ბორანზე 405 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მდინარის სიღრმე 15 მეტრია.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. დაახლოებით ათასი მაშველი და 54 კატარღა მონაწილეობს მდინარე იანძიზე ჩაძირული ბორნის,  „აღმოსავლეთ ვარსკვლავის“ მგზავრების გადარჩენის ოპერაციაში, რომელსაც 460 ადამიანი გადაჰყავდა, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით. 

ზოგი მონაცემით, უკვე გადარჩენილია ოცამდე ადამიანი. მდინარის სიღრმე შემთხვევის ადგილას 15 მეტრია. მედია იუწყება, რომ ბორნის კორპუსი ჯერ ისევ მოჩანს წყლის ზედაპირზე. 

გაზეთი Hubei Daily იუწყება, რომ ჩაძირული ხომალდი კომპანია Chongqing Eastern Shipping Corporation-ს ეკუთვნის და 500-ზე მეტ ადამიანს იტევს. 

ბორანი ადგილობრივი დროით 21:28 საათზე ჩაიძირა პროვინცია ჰუბეიში. ის ნანკინიდან ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ჩუნცინისკენ მიემართებოდა. მედიის მონაცემებით, ხომალდზე 405 მგზავრი (ჩინეთის მოქალაქეები), ეკიპაჟის 47 წევრი და ტურისტული სააგენტოების 5 თანამშრომელი იმყოფებოდა. ხომალდის კაპიტანმა და მთავარმა ინჟინერმა განაცხადეს, რომ ავარიის წინ ბორანი ციკლონში მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე ჩინეთის პრემიერი ლი კეციანი ჩავიდა.  


ყველა ახალი ამბავი
0