საქართველოში პროსტიტუციისათვის ხელშეწყობის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

© фото - public domainკრიმინალი
კრიმინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს საზღვარგარეთიდან პროსტიტუციისათვი სხვადასხვა ეროვნების ქალები ჩამოჰყავდა.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik.  სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სასტუმრო „დენიზის“ დროებითი მფლობელი, 1990 წელს დაბადებული  თურქეთის  მოქალაქე  სავაშ ე.  დააკავეს,  რომელსაც  გარკვეული  თანხის სანაცვლოდ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემა ედება ბრალად, იტყობინება შსს–ს პრესსამსახური.

 

„დავაკავეთ თურქეთის მოქალაქე, რომელიც ბათუმში მდებარე სასტუმროსა და  აღნიშნული სასტუმროს მეორე სართულზე მდებარე რესტორნის ფართებს პროსტიტუციისათვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდა. გამოძიებით  ასევე დადგინდა, რომ  დაკავებულს  საზღვარგარეთიდან პროსტიტუციისათვი სხვადასხვა ეროვნების ქალები ჩამოჰყავდა“, –განაცხადა დეტექტივ–გამომძიებელმა  ირაკლი ბოლქვაძემ.

 

სამართალდამცველებმა მოწმის სახით სასტუმროსა და რესტორნის მომსახურე პერსონალი  უკვე დაკითხეს.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254 – ე  მუხლით მიმდინარეობს (პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გაცემა), რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 2–დან 4 წლამდე ვადით.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0