საქართველო ჰაიტის მომხდარი წყალდიდობის გამო სამძიმარს უცხადებს

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2010 წლის 18 ოქტომბერს ჰაიტიზე ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, აღნიშნულია საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.

 

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2010 წლის 18 ოქტომბერს ჰაიტიზე ძლიერი წვიმების შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობის გამო, აღნიშნულია საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში.

”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს თანაგრძნობას დაღუპულთა ოჯახების მიმართ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო მასმედიის ცნობით, გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის მსხვერპლი ჰაიტიზე 12 ადამიანი გახდა. ქვეყნის დედაქალაქში პორტ-ო-პრენსში სტიქიამ 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორი ბავშვი მიწისძვრით დსაზარალებულთა ბანაკში მეწყერის ჩამოწოლის დროს დაიღუპა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0