ჰაკერებმა თბილისის საკრებულოს ვებ-გვერდი გატეხეს

გამოწერა
სამშაბათს ჰაკერებმა თბილისის საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდი sakrebulo.ge გატეხეს.

თბილისი, 19 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. სამშაბათს ჰაკერებმა თბილისის საკრებულოს ოფიციალური ვებ-გვერდი sakrebulo.ge გატეხეს.

გატეხვის შემდეგ ვებ-გვერდის მუშაობა შეჩერდა, მასში შეღწევა შეუძლებელია. ამჟამად ვებ-გვერდის მუშაობის აღდგენის სამუშაოები გრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს საკრებულოს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ვებ-გვერდზე განთავსებული იყო საკრებულოს ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება, მონაცემები ქალაქის საბჭოს შესახებ, ასევე საკრებულოს სერვერის მეშვეობით მუშაობდა საქალაქო საბჭოს წევრების და მისი თანამშრომლების ელექტრონული ფოსტა.

პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ვებ-გვერდის მუშაობა უახლოეს რამდენიმე საათში აღდგება.

ყველა ახალი ამბავი
0