06:38 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
Анкара, Турция

საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთში უკანონო პროსტიტუციის შესახებ საქმეში საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობა დაადასტურა

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
5 0 0

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას უკანონო პროსტიტუციასთან დაკავშირებით თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ, ნინო კალანდაძემ.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას უკანონო პროსტიტუციასთან დაკავშირებით თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და დეპორტაციის შესახებ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

უცხოური მასმედიის ინფორმაციით, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ქალაქ ტრაბზონში 18 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 15 - სომეხი და ქართველი ეროვნების ქალი, რომლებიც პროსტიტუციას ეწეოდნენ.

კალანდაძის თქმით, ”აღნიშნული შემთხვევის გარემოებებზე ამ ეტაპზე ძნელია საუბარი”.

”თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივი არალეგალური საქმიანობაა, რომელსაც მისდევენ როგორც სხვა სახელმწიფოების, ისე, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებიც და შესაბამისად, ყველა სახელმწიფო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს და მათ დეპორტაციას ახდენს”, - განაცხადა კალანდაძემ.

მთავარი თემები