პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს გამოძიების განმავლობაში წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გამოწერა
თბილისის სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ედუარდ სურმანიძეს, ასევე გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილს გამოძიების მსვლელობისას აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ორშაბათს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს ედვარდ სურმანიძეს, ასევე გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილს გამოძიების მსვლელობისას აღკვეთის ზომად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, იუწყება საქალაქო სასამართლოს პრეს-სამსახური.

სასამართლომ დაცვის შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

დაკავებულებს ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ საქართველოში ჩამოსული გერმანული ინვესტორის თავისფლება უკანონოდ აღკვეთეს და მუქარის ქვეშ მას 270 ათასი დოლარის გადახდა აიძულეს.

ედვარდ სურმანიძე 1999 წელს ასლან აბაშიძის პარტიიდან საქართველოს პარლამენტში იქნა არჩეული, სადაც ვიცე–სპიკერად დაინიშნა. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ სურმანიძემ პარტია ”დემოკრატიული აჭარისთვის” შექმნა და აჭარის გაერთიანებული ოპოზიციის თანათავმჯდომარე გახდა, რომელიც ასლან აბაშიძის გადადგომას მოითხოვდა. აჭარაში ახალი მთავრობის შექმნის შემდეგ ის გარკვეული დროის მანძილზე ბათუმის მერის მოვალეობას ასრულებდა, რის შემდეგაც პარლამენტში დაბრუნდა და აგრარულ კომიტეტს ჩაუდგა სათავეში.

ბოლო წლების მანძილზე სურმანიძე აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას არ მისდევდა. მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი საშუალება ადრე აცხადებდა, რომ სურმანიძე 2009 წელს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის მიერ შექმნილი პარტიის პრეზენტაციაში მონაწილეობდა, მაგრამ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ნოღაიდელის პარტიაში ”სამართლიანი საქართველოსთვის” განუცხადეს, რომ სურმანიძე პარტიის წევრი არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0