06:37 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
суд, судебное решение

თბილისის სასამართლომ ისრაელელ ბიზნესმენებს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, ისრაელის მოქალაქეებს რონი ფუქსს, ზეევ ფრენკელსა და იოანის კარდასოპოლუსს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ამ უკანასკნელს - დაუსწრებლად.

 

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს, ისრაელის მოქალაქეებს რონი ფუქსს, ზეევ ფრენკელსა და იოანის კარდასოპოლუსს აღკვეთის ღონისძიების  სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა, ამ უკანასკნელს - დაუსწრებლად, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სასამართლოს პრეს-სამსახურში. 

ისრაელის მოქალაქეები ეჭვმიტანილები არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილესთვის, ავთანდილ ხარაიძესთვის ქრთამის შეთავაზებაში. გამოძიების თანახმად, ისრაელის მოქალაქეებმა შვიდი მილიონი დოლარი შესთავაზეს მინისტრის მაოდგილეს, რათა მას ზეწოლა მოეხდინა მთავრობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ გაეპროტესტებინა საარბიტრაჟო სასამართლოს განაჩენი, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება კომპანია Tramex International Inc–ის სასარგებლოდ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ინვცესტიციების დაბრუნების შესახებ.

90–იანი წლების დასაწყისში Tramex–მა დაიწყო ნავთობსადენის ბაქო–ბათუმის აღდგენა. კომპანიამ სუფსაში, პირველი ტერმინალის მშენებლობაში ჩადო ინვესტიციები, თუმცა, ის საქართველოში მომხდარი სამოქალაქო ომის პერიოდში იქნა აფეთქებული. მაშინ კომპანიამ შეწყვიტა თავისი ბიზნესი საქართველოში. ნავთობსადენი გადაცემული იქნა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ბალანსზე, რომელიც ამჟამად, ბაქო–სუფსის პროექტის ფარგლებში, ახორციელებს მილის 70 კილომეტრიანი მონაკვეთის ექსპლუატაციას. ჯერ კიდევ 2004 წელს კომპანია Tramex აცხადებდა, რომ აღნიშნული სფეროს განვითარებაში მას გარკვეული სახსრები აქვს ინვესტირებული და აპირებდა სარჩელის შეტანას საერთაშორისო არბიტრაჟში, 350 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციების დასაბრუნებლად.

”2010 წლის 15 სექტემბერს რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი სტამბოლში შეხვდნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს და ამჯერად ქრთამის სახით შესთავაზეს 7 000 000 აშშ დოლარი.  2010 წლის 14 ოქტომბერს დასახელებული პირები კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ბათუმში და ხარაძეს დაუდასტურეს მზადყოფნა 7 000 000 აშშ დოლარის ქრთამის სახით გადაცემის თაობზე”, - იუწყება სასამართლოს პრეს-სამსახური.

”განიხილა რა წამოდგენილი შუამდგომლობა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიება ადეკვატურია ბრალად შერაცხული ქმედებისა და დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებული გირაო 10000 ლარის ოდენობით, ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების განხორციელებას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულები არიან ისრაელის მოქალაქეები, მათ აქვთ შესაძლებლობა დატოვონ საქართველო, რითაც ხელი შეეშლება გამოძიებას და შემდგომში სასამართლოს. მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებულის, იოანის კარდასოპოლუსის ადგილსამყოფელი უცნობია და თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულებს შეუძლიათ არა მარტო მასზე, არამედ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დასაკითხ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა... სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა და ბრალდებულების რონი ფუქსის, ზეევ ფრენკელისა და იოანის კარდასოპოლუსის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

 

 

მთავარი თემები