13:50 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
Граница осетия колючая проволока пограничный столб

უკრაინელმა მესაზღვრეებმა სლოვაკეთში გადასვლის მცდელობისას საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

© фото : РИА Новости.
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ორშაბათს უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე და მოლდავეთის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სლოვაკეთში არალეგალურად ცდილობდნენ გადასვლას.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ორშაბათს უკრაინელმა მესაზღვრეებმა საქართველოს ოთხი მოქალაქე და მოლდავეთის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც სლოვაკეთში არალეგალურად ცდილობდნენ გადასვლას, იუწყება სამშაბათს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახური.

”საქართველოს ოთხი მოქალაქე დოკუმენტების გარეშე რეაგირების ჯგუფმა დაახლოებით 7.00 საათზე ტყეში, სახელმწიფო საზღვრიდან ერთ კილომეტრში აღმოაჩინა. ისინი ქუთაისის მცხოვრებლები აღმოჩნდნენ და უკრაინაში კანონიერად ჩამოვიდნენ. სლოვაკეთში მამაკაცებმა გადასვლას დამოუკიდებლად, კომპასის მეშვეობით გადაწყვიტეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე საათში მესაზღვრეება მოლდავეთის მოქალაქეებიც დააკავეს.

პრეს-სამსახურის მონაცემებით, ამა წლის ცხრა თვეში უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა სხვადასხვა დარღვევებისთვის საქართველოს 2 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავა, მათგან 230 - არალეგალური მიგრანტი. ამავე პერიოდში დააკავეს მოლდოვის 5 450 მოქალაქე, მათგან 800 არალეგალური მიგრანტი აღმოჩნდა.

 

მთავარი თემები