აღმოსავლეთ საქართველოში ხანძრის შედეგად 53 წლის მამაკაცი დაიღუპა - ტელევიზია

გამოწერა
მცხეთის რაიონის სოფელ ახალდაბაში საკუთარ სახლში 53 წლის მამაკაცი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. მცხეთის რაიონის სოფელ ახალდაბაში საკუთარ სახლში 53 წლის მამაკაცი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.

ტელეარხის ინფორმაციით, დაღუპულის მეზობლები აღნიშნავენ, რომ გარდაცვლილ ნოდარ ჯიქიძეს ხელზე დიდი თანხა ჰქონდა, რადგანაც მან ცოტა ხნის წინ მიწის ნაკვეთი გაყიდა.

ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, რომლებიც ხანძრის მიზეზს ადგენენ.

ყველა ახალი ამბავი
0