ონის რაიონის საკრებულოს დეპუტატი 70 ათასი აშშ დოლარის გამოძალვისთვის დააკავეს

გამოწერა
საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი თანხის გამოძალვის ბრალდებით ონის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ამირან სხიერელი დააკავეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი თანხის გამოძალვის ბრალდებით ონის რაიონის საკრებულოს დეპუტატი ამირან სხიერელი დააკავეს, განაცხადა ორშაბათს ბრიფინგზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოსო თოფრიძემ.

ამირან სხიერელს ბრალად ედება, რომ მან მეწარმეს ონის რაიონში არსებული საბადოდან წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზიის მოპოვებაში გამოსძალა 70 000 ამერიკული დოლარი.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

ყველა ახალი ამბავი
0