ქორწილიდან 10 დღეში 15 წლის გოგონამ საკუთარი ქმარი მოკლა

გამოწერა
ქორწილიდან 10 დღეში 15 წლის გოგონამ საკუთარი ქმარი მოკლა. ის დაკავებულია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, იუწყება პარასკევს შსს-ს პრეს-სამსახური.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ქორწილიდან 10 დღეში 15 წლის გოგონამ საკუთარი ქმარი მოკლა. ის დაკავებულია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, იუწყება პარასკევს შსს-ს პრეს-სამსახური.

არასრულწლოვანმა გოგონამ 20 წლის ქმარს ურთიერთშელაპარაკების დროს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

შსს-ს ვებ-გვერდზე მოცემულია ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება. გოგონა საკუთარ ქმედებებს თავდაცვით ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0