თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. სამშაბათს თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ნაგვის ერთ-ერთ ბუნკერში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია ”იმედი”.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ბავშვის ცხედარი დილით ადრე აღმოაჩინეს, როცა დასუფთავების სამსახური დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ნაგვის ბუნკერებს ცლიდა.
ამჟამად ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.