დააკავეს თაღლითები, რომლებიც თბილისელებს კონტროლიორებად სამსახურის დაწყებას სთავაზობდნენ - შსს

გამოწერა
თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა თაღლითობაში ეჭვმიტანილი ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებლებს „თბილისის ავტობუსის" კონტროლიორად სამსახურის დაწყებას სთავაზობდნენ.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები- საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა თაღლითობაში ეჭვმიტანილი ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც დედაქალაქის მცხოვრებლებს  „თბილისის ავტობუსის" კონტროლიორად სამსახურის დაწყებას სთავაზობდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური იუწყება, ”დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკვეს  წარსულში ხულიგნობასა და ქურდობისათვის  ნასამართლევი მერაბ დუდაევი და ზაზა გერგიშვილი. აღნიშნული პირები მოქალაქეებს ასი ლარის სანაცვლოდ  სთავაზობდნენ შპს „თბილისის ავტობუსის" კონტროლიორად სამსახურის დაწყებას. ორივე ეჭვმიტანილი  აღირებს ჩადენილ დანაშაულს”.

გამოძიებას აწარმოებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თითოეულ  ფაქტზე 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

ყველა ახალი ამბავი
0