01:49 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
შემთხვევები

ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3 0 0

”ედუარდ გობოზოვი, რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლის დავალებით დაკავებული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების შეგროვებითა და გადაცემით".

თბილისი, 24 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლომ სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ჯარის სამსახურის და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ედუარდ გობოზოვი საქართველოს სასარგებლოდ შპიონაჟში ბრალდებულად ცნო და მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

”სასამართლოში დადგინდა, რომ ედუარდ გობოზოვი, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლის დავალებით დაკავებული იყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ცნობების შეგროვებითა და გადაცემით”, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

რუსეთის გამოძიების მონაცემებით, 2004-დან 2009 წლის ჩათვლით პერიოდში ის, საქართველოს სპეცსამსახურების ჯილდოს სანაცვლოდ, მათ რუსეთის ფედერაციის საგარეო უსაფრთხოების საზიანოდ გამოყენებისთვის გადასცემდა ინფორმაციებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საჯარისო ნაწილების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის, დისლოკაციის ადგილების და გადაადგილებების, ასევე რუსეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის შესახებ

”იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილმა სრულად აღიარა თავისი ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში, მოინანია, აქტიურად თანამშრომლობდა სასამართლოსთან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში, ასევე, იმისა, რომ მას სამი მცირეწლოვანი შვილის ჰყავს, სასამართლომ ედუარდ გობოზოვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სასჯელის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით”, - აღნიშნულია პრეს-რელიზში.

გენერალური პროკურატურა არ აზუსტებს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის თარიღს, იუწყება ”რია ნოვოსტი”.

მთავარი თემები