პოლიციამ ნათესავის მკვლელობასა და ხანძრის გაჩენაში ეჭვმიტანილი დააკავა

გამოწერა
თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დაკავეს ორი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი თორაძე, რომელთა ცხედრებიც აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავეს ორი ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი თორაძე, რომელთა ცხედრებიც აღმაშენებლის გამზირზე ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.

როგორც შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება, თორაძემ 23 სექტემბერს თბილისში, აღმაშენებლის გამზირის N83, ბინა 19-ში  ბასრი საგნის გამოყებით გულმკერდისა და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა თავის ნათესავს, 1974 წელ დაბადებულ თამარ ჯოგლიძეს და მასთან სტუმრად მყოფ 1991 წელს დაბადებულ  ინგა თუშიშვილს, რის შედეგადაც ორივე ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანლმა დანაშაულის დაფარვის მიზნით ცეცხლი მოუკიდა გვამებს, საცხოვრებელ სახლს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან .  

გამოძიებას აწარმოებს ქალაქ თბილისის  მთავარი სამმართველო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” პუნქტით, რაც  ითვალისწინებს უვადო პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0