როსტოვში დააკავეს საქართველოს მკვიდრი ყალბი რუსული პასპორტით

გამოწერა
როსტოვის საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა მილიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს ავტომობილი, რომელშიც 29 წლის საქართველოს მკვიდრი იმყოფებოდა. მას ყალბი რუსული პასპორტი ჰქონდა.

თბილისი, 24 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. როსტოვის საგზაო-საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა მილიციის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დააკავეს ავტომობილი, რომელშიც 29 წლის საქართველოს მკვიდრი იმყოფებოდა. მას ყალბი რუსული პასპორტი ჰქონდა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელმაც აღნიშნა, რომ დაკავება ”ამ დღეებში” მოხდა.

მისი თქმით, პასპორტი მოქმედების შეზღუდული ვადით იყო და თითქოსდა იგი რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალური მიგრაციული სამსახურის სამმართველოს მიერ იყო გაცემული.

”მილიციის თანამშრომლებში დოკუმენტის ნამდვილობამ ეჭვი გამოიწვია. მალე გამოირკვა, რომ დაკავებულს რუსეთის ტერიტორიაზე რეგისტრაცია არ აქვს”, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.

მისი თქმით, დაკავებულმა განმარტა, რომ პასპორტი სანკტ-პეტერბურგში უცნობი ადამიანებისგან 1000 მანეთად შეიძინა.

”ამჟამად არალეგალური მიგრანტი საქმის გასარკვევად და გადაწყვეტილების მისაღებად როსტოვის მილიციის მეშვიდე განყოფილებაშია გადაყვანილი”, - დააზუსტა უწყების წარმომადგენელმა. 

მან განმარტა, რომ დაკავებული იყო შეჩერებული Mercedes S 500-ის მგზავრი, რომლის საჭესთანაც ჩრდილოეთ დედაქალაქის მცხოვრები იჯდა.

”ისინი სანკტ-პეტერბურგიდან სოჭში მიემართებოდნენ, სავარაუდოდ, დასასვენებლად”, - დასძინა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა.


ყველა ახალი ამბავი
0