16:07 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
შემთხვევები

კალაშოვს საკუთარი ექსტრადაცია საქართველოში არ სურს

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

რუსულ-ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერმა ზაქარია კალაშოვმა, რომელიც სასჯელს ესპანეთში იხდის, მოითხოვა, რომ არ გადასცენ საქართველოს, სანამ ეს ქვეყანა არ წარმოადგენს გარანტიებს, რომ სასამართლო მის მიმართ სამართლიანი იქნება, განაცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო EFE-მ.

 

суд, судебное решение

თბილისი, 16 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსულ-ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერმა ზაქარია კალაშოვმა, რომელიც სასჯელს ესპანეთში იხდის, მოითხოვა, რომ არ გადასცენ საქართველოს, სანამ ეს ქვეყანა არ წარმოადგენს გარანტიებს, რომ სასამართლო მის მიმართ სამართლიანი იქნება, განაცხადა ოთხშაბათს საინფორმაციო სააგენტო EFE-მ.

ეს განცხადება კალაშოვმა ესპანეთის ეროვნულ სასამართლო პალატაში მაფიოზის ექტრადაციის შესახებ საქართველოს მოთხოვნის განხილვის მსვლელობისას გააკეთა. კალაშოვს საქართველოში ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულებისათვის 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პროკურორმა დოლორეს დელგადომ მისი ”დაუყოვნებლივი გადაცემა” მოითხოვა, რაც იმით დაასაბუთა, რომ ”ექსტრადაციისთვის არანაირი წინაღობა არ არსებობს”, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

2010 წლის ზაფხულში ზაქარია (შაქრო) კალაშოვს ესპანურმა სასამართლომ 7,5 წლით პატიმრობა და 20 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მიუსაჯა. მას ბრალად ედება კარგად მომზადებული პროფესიული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა, რომელიც ესპანეთში გახსნილი კომპანიების ქსელის საშუალებით დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულის ”გათეთრებას” ახდენდა.

მთავარი თემები