01:43 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
შემთხვევები

პოლიტოლოგს რუსეთიდან გრიგორი ტროფიმჩუკს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
3 0 0

რუსეთი ფედერაციის მოქალაქეს, სტრატეგიული განვითარების მოდელირების რუსული ცენტრის პირველ ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი ტროფიმჩუკს საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს, განუცხადეს ოთხშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” ერეკლე მეორის საზოგადოებაში.

 

аэропорт

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთი ფედერაციის მოქალაქეს, სტრატეგიული განვითარების მოდელირების რუსული ცენტრის პირველ ვიცე-პრეზიდენტს გრიგორი ტროფიმჩუკს საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს, განუცხადეს ოთხშაბათს ”ახალი ამბები - საქართველოს” ერეკლე მეორის საზოგადოებაში.

”14 სექტემბერს საქართველოში არ შემოუშვეს გრიგორი ტროფიმჩუკი, რომელიც ერევნის გავლით ჩამოვიდა და თბილისში მრგვალი მაგიდის ”თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები” მუშაობაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას”, - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ მრგვალი მაგიდის ორგანიზატორია ერეკლე მეორის საზოგადოება, მხარდამჭერია საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის თბილისის ოფისი.

ტროფიმჩუკი ასევე აპირებდა მონაწილეობის მიღებას რუსული ენის შესწავლის კურსების ახალი ნაკადის გახსნაში და მსმენელებისთვის პირველი ლექციის წაკითხვას, განაცხადეს საზოგადოებაში და აღნიშნეს, რომ ერთი დღით ადრე, 13 სექტემბერს საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს პოლიტოლოგს და პუბლიცისტს ისრაელიდან ავიგდორ ესკინს, რომელსაც ასევე მრგვალი მაგიდის მუშაობაში უნდა მიეღო მონაწილეობა.

”მსგავსი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარებას არ უწყობს ხელს. ისევ გვიწევს იმის აღნიშვნა, რომ ბატონ ტროფიმჩუკს, ისევე, როგორც ბატონ ესკინს, ანტიქართული განცხადებები არასდროს გაუკეთებიათ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ინტერნეტ-რესურსი მათ ცილისწამებას ცდილობს, ის მასალებიც კი, რომლებიც ჩვენს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე, აშკარად მიუთითებს ამ ადამიანების კეთილგანწყობაზე საქართველოს მიმართ”, - აღნიშნულია ერეკლე მეორის საზოგადოების მიერ ტროფიმჩუკისთვის საქართველოში შემოსვლაზე უართან დაკავშირებით ოთხშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

”მთავრობისგან ოფიციალური პასუხი ვერ მიიღეს ვერც ჩვენმა უკან გაბრუნებულმა სტუმრებმა, ვერც ჩვენ. გაუგებარია, რა გახდა ამის მიზეზი - ზოგიერთი მათი მოსაზრება (რის შესახებაც ჩვენ ნამდვილად არ ვიცით), რომლებიც მიუღებელია ჩვენი მთავრობისთვის, თუ ის ფაქტი, რომ ისინი ერეკლე მეორის საზოგადოების სტუმრები იყვნენ?”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოფიციალურ სტრუქტურებს ესკინის და ტროფიმჩუკისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარები არ გაუკეთებიათ.

მთავარი თემები