რუსმა ძალოვანებმა დაღესტანში რვა ბოევიკი გაანეიტრალეს

გამოწერა
კვირას მახაჩყალაში, ექსტრემიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის მოკვლის შემდეგ, რუსმა ძალოვანებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და რვა ბოევიკი გაანადგურეს, რომელთა პოვნაშიც მათ ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა. მოგვიანებით, დაღესტნის სოფელ კომსომოლსკოეში, ბრძოლების დროს ორი ბანდიტის ლიკვიდაცია მოხდა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

 

спецназ, спецоперация

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. კვირას მახაჩყალაში, ექსტრემიზმთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელის მოკვლის შემდეგ, რუსმა ძალოვანებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს და რვა ბოევიკი გაანადგურეს, რომელთა პოვნაშიც მათ ადგილობრივი მოსახლეობა დაეხმარა. მოგვიანებით, დაღესტნის სოფელ კომსომოლსკოეში, ბრძოლების დროს ორი ბანდიტის ლიკვიდაცია მოხდა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

ეროვნულმა ანტიტერორისტულმა ცენტრმა განაცხადა, რომ ბოევიკები უფრო სასტიკ პასუხს მიიღებენ არა მარტო სპეცსამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არამედ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მთელი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც.

კვირას დილით დაღესტნის შსს-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ”რია ნოვოსტის” ტელეფონისთ განუცხადა, რომ მახაჩყალაში მილიციის თანამშრომელმზე თავდასხმა განხორციელდა.

”დღეს დილით უცნობმა პირებმა მილიციის თანამშრომლის ავტომობილი ჩაცხრილეს”, - განაცხადა პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა. მისი თქმით, მილიციელი დაიღუპა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოკლეს შსს-ს ჩრდილოეთ-კავკასიური ოლქის მთავარი სამმართველოს რეგიონთაშორისი ოპერატიულ-საგამოძიებო განყოფილების უფროსი გაპალ გაჯიევი. ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

სამართალდამცავი ორგანოების რეაქცია მაღალჩინოსანი ოფიცრის მკვლელობაზე მახაჩყალის კიროვის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაცია გახდა, სადაც ძალოვანებმა ერთ-ერთ კერძო სახლში ბოევიკების ბლოკირება მოახდინეს.

ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის დროს განადგურდა რვა ბოევიკი. მათ შორის ერთი ქალია.

ამავე კომიტეტის მონაცემებით, დანაკარგები მახაჩყალაში სპეცოპერაციისას მონაწილე მილიციის და უსაფრთხოების ორგანოების თანამშრომელთა შორის არ არის.

”ოპერაციის ადგილზე აღმოჩენილია ავტომატები, ყუმბარები, საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა, კავშირგაბმულობის საშუალებები”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნეიტრალიზებული ბოევიკების ვინაობა ამჟამად დგინდება.

ასევე კვირას საღამოს ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა სოფელ კომსომოლსკოეს ერთ-ერთ სახლში ბოევიკების ბლოკირება მოახდინეს.

განაცხადეს, რომ ბლოკირებულია ბოევიკი შახბან ალიევი, რომელიც ძებნაში იმყოფებოდა. ალიევმა წინააღმდეგობა გასწია და დაიწყო ორმხრივი სროლა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახლში კიდევ ერთი ბოევიკი იმყოფებოდა. სპეცოპერაციის შედეგად ორი ბანდიტი იქნა ნეიტრალიზებული.

დანაკარგი არის ძალოვანთა მხარესაც - დაიღუპა მილიციის ორი თანამშრომელი.

ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ბოევიკების ჯგუფები ”უფრო სასტიკ პასუხს მიიღებენ არა მარტო სპეცსამსახურების და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, არამედ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მთელი მოსახლეობის მხრიდან”.

ყველა ახალი ამბავი
0