თურქეთის და საქართველოს მოქალაქეები გამოძალვაში არიან ეჭვმიტანილები - შსს

გამოწერა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დავაკავეს ბათუმში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჩეთინ აიდინი და საქართველოს მოქალაქე რუსლან ნაცარიშვილი.

арест

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერაციის შედეგად დავაკავეს ბათუმში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჩეთინ აიდინი და  საქართველოს მოქალაქე რუსლან ნაცარიშვილი.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოსო თოფურიძემ პარასკევს ბრიფინგზე განაცხადა, ჩეთინ აიდინმა და რუსლან ნაცარეიშვილმა ”საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ინვესტორებს დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოსძალეს 80 000 ამერიკულ დოლარად ღირებული „ბენტლის“ მარკის ავტომანქანა და 600 000 ამერიკული დოლარის ქონება”.

შსს-მ გამოაქვეყნა ოპრატიული მასალა აღიარებითი ჩვენებებით, ინვესტორების ჩვენებებით.

დანაშაული ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0