აღმოსავლეთ საქართველოში ხანძარმა 40 ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა

გამოწერა
ახმეტის რაიონში, სოფელ მატანთან ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 40 ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.

 

лесной пожар

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ახმეტის რაიონში, სოფელ მატანთან ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 40 ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოდ, მაღალი სიცხე გახდა. ხანძრის ჩასაქრობად უკვე იბრძვის 150 მაშველი, რომელთაც ადგილობრივი მოსახლეობა ეხმარება.

ხანძრის ჩაქრობა გართულებულია რთული რელიეფის გამო. გამორიცხული არაა ვერტმფრენების ამოქმედება.

ამავე დროს, ტელეკომპანია იუწყება, რომ მეხანძრეებმა ჩააქრეს ხანძარი ყვარლის რაიონში, რომელიც ხუთშაბათს ძლიერი ქარის გამო განახლდა.

ყველა ახალი ამბავი
0