მოსკოვში ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსი მოკლეს

გამოწერა
გამომძიებლებმა მოსკოვის სასტუმრო ”უკრაინასთან” საქართველოს მკვიდრის ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” პარასკევს რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლის სერგეი მარჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

 

метро, Москва

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. გამომძიებლებმა მოსკოვის სასტუმრო ”უკრაინასთან” საქართველოს მკვიდრის ელგუჯა ჯინჭარაძის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი” პარასკევს რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის მოსკოვის საგამოძიებო სამმართველოს წარმომადგენლის სერგეი მარჩენკოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ჯინჭარაძე ხუთშაბათს დილით კუტუზოვის გამზირზე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

”ღამის დაახლოებით პირველ საათზე დაუდგენელმა პირმა 1964 წელს ქობულეთში დაბადებულ ელგუჯა ჯინჭარაძეს მოსკოვის ოლქში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღით ორჯერ ესროლა”, - განაცხადა მარჩენკომ.

ჯინჭარაძე წელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

საგამოძიებო განყოფილებამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე (მკვლელობა) და 222-ე (იარაღის უკანონო ბრუნვა) მიხედვით.

სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” მონაცემებით, 90-იანი წლების პირველ ნახევარში ჯინჭარაძე აჭარის ყოფილი ხელმძღვანლის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი იყო, შემდეგ - ადგილობრივი ციხის უფროსი. აჭარაში ის ცნობილი იყო ზედმეტსახელით ”რემბო”. ჯინჭარაძე რუსეთში ”ვარდების რევოლუციის” და აჭარის მოვლენების შემდეგ წავიდა. ცნობილია ასევე, რომ აჭარის მოვლენებამდე ჯინჭარაძე ამჟამინდელი ხელისუფლების მხარეზე გადავიდა, მაგრამ შემდეგ მაინც დატოვა საქართველო.

ყველა ახალი ამბავი
0