22:22 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
შემთხვევები

ყოფილი არსენალის ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერებები აღმოაჩინეს

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
7 0 0

ყოფილი არსენალის ტერიტორიაზე Radium 226 ნივთიერებით დამუშავებული ნარჩენი - რამდენიმე ასეული სამიზნე აღმოაჩინეს, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურში სამშაბათს.

 

ბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ყოფილი არსენალის ტერიტორიაზე Radium 226 ნივთიერებით დამუშავებული ნარჩენი - რამდენიმე ასეული სამიზნე აღმოაჩინეს, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურში სამშაბათს.

”მოსახლეობის თხოვნით, გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტებმა, სპეციალური აპარატურის საშუალებით, ეგრეთ წოდებული ”არსენალის” ტერიტორია შეამოწმეს და Radium 226 ნივთიერებით დამუშავებული ნარჩენი - რამდენიმე ასეული სამიზნე აღმოაჩინეს, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენებოდა”, - აღნიშნეს პრეს-სამსახურში.

გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრეა - 6-მდე მილირენტგენი/საათში კვადრატულ სანტიმეტრზე.

სპეციალისტებმა ტერიტორია რადიოაქტიური ნარჩენებისგან გაწმინდეს და სპეციალურ უსაფრთხო საცავში გადაიტანეს. 

მთავარი თემები