დააკავეს ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილები

გამოწერა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ქობულეთის გამწვანების დირექტორი თამაზ პაპუნაიშვილი, ასევე გორის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და სოფელ კარალეთის რწმუნებული ზვიად ბერიანიძე, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ს პრეს-ცენტრში.

 

თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს ქობულეთის გამწვანების დირექტორი თამაზ პაპუნაიშვილი, ასევე გორის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილების უფროსი მარიამ ორჯონიკიძე და სოფელ კარალეთის რწმუნებული ზვიად ბერიანიძე, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს შსს-ს პრეს-ცენტრში.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის სოსო თოფურიძის განცხადებით, თამაზ პაპუნაიშვილმა მოქალაქეს ზღვისპირა პარკში ატრაქციონის განთავსების ნებართვის გაცემის სანაცვლოდ გამოსძალა 1000 აშშ დოლარი. მარიამ ორჯონიკიძემ და ზვიად ბერიანიძემ მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით გამოსძალეს 2000 ლარი.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.

დაცვას პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებია.

ყველა ახალი ამბავი
0