რუსეთში ბუნებრივი ხანძრების მოცულობა დღეღამეში სამჯერ გაიზარდა - საგანგებო სიტუაციების სამინისტრო

გამოწერა
რუსეთის ტერიტორიაზე ტყის და ტორფის ხანძრების ფართობი გასული დღეღამის განმავლობაში 603 ჰექტარით, 866,2 ჰექტარამდე გაიზარდა, ხოლო მოქმედი კერების რაოდენობა - თორმეტით, 21-მდე, იუწყება პარასკევს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ-გვერდი.

 

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის ტერიტორიაზე ტყის და ტორფის ხანძრების ფართობი გასული დღეღამის განმავლობაში 603 ჰექტარით, 866,2 ჰექტარამდე გაიზარდა, ხოლო მოქმედი კერების რაოდენობა - თორმეტით, 21-მდე, იუწყება პარასკევს რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვებ-გვერდი.

”დღეღამის განმავლობაში გაჩნდა 74 კერა, ჩაქრობილია 62, მოქმედებს 21 კერა 866,2 ჰექტარ ფართობზე (გასულ დღეღამეში - 9 კერა 263,7 ჰექტარის ფართობზე), მათ შორის ოთხი ტორფის კერაა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე ხანძრების ჩასაქრობად მობილიზებულია 4,282 ათასი ადამიანი და 1,172 ათასი ერთეული ტექნიკა, მათ შორის 15 საჰაერო ხომალდი.

ყველა ახალი ამბავი
0