მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ”კანონიერი ქურდის” საქართველოში ექსტრადაციის საქმესთან დაკავშირებული პროცესი 14 სექტემბრისთვის გადადო

გამოწერა
ხუთშაბათს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ”კანონიერი ქურდის” გაიოზ ზვიადაძის საქართველოში ექსტრადაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობასთან დაკავშირებული პროცესი 14 სექტემბრისთვის გადადო. მასმედია ზვიადაძეს დანაშაულებრივ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტად და ”კანონიერი ქურდის” ტიტულის მქონედ მოიხსენიებს, იუწყება სამართლებრივი და სასამართლო ინფორმაციის რუსული სააგენტოს კორესპონდენტი.

 

თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ხუთშაბათს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ”კანონიერი ქურდის” გაიოზ ზვიადაძის საქართველოში ექსტრადაციის შესახებ სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობასთან დაკავშირებული პროცესი 14 სექტემბრისთვის გადადო. მასმედია ზვიადაძეს დანაშაულებრივ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტად და ”კანონიერი ქურდის” ტიტულის მქონედ მოიხსენიებს, იუწყება სამართლებრივი და სასამართლო ინფორმაციის რუსული სააგენტოს კორესპონდენტი.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სხდომაზე უნდა წარმოადგინოს დოკუმენტები, რომლებიც დაამტკიცებს, რომ ზვიადაძე ნამდვილად იმყოფება საერთაშორისო ძებნაში, რაც ხუთშაბათს არ გაკეთებულა, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

სასამართლომ ასევე მოითხოვა ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომლის მიხედვითაც ზვიადაძე 2010 წლის 17 მარტს დააკავეს.

ზვიადაძე რუსეთის ფედერაციის შსს-ს ცენტრალური ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისას დააკავეს.

საქართველოს მკვიდრი იარაღის უკანონო შენახვისთვის ძებნაში 2006 წლიდან იმყოფებოდა. 2007 წელს საქართველოს სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე მუხლის მიხედვით (კანონიერი ქურდი) მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, მოსკოვში ზვიადაძემ ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც კომერსანტებს ფულს სძალავდა.

შსს-ს ოპერატიულმა მუშაკებმა დაკავებულის ჩხრეკისას ამოიღეს სხვის გვარზე, მაგრამ მისი ფოტოთი გაცემული პასპორტი და მათ ზვიადაძის რუსეთის უკანონო მოქალაქეობა გააუქმეს.

ყველა ახალი ამბავი
0