13:09 23 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
შემთხვევები

დასავლეთ საქართველოში მესამე დღეა, ხანძარი მძვინვარებს, რომელმაც რვა ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა

შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ონის რაიონის სოფელ გლოლაში სამი დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით რვა ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა.

თბილისი, 1 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ონის რაიონის სოფელ გლოლაში სამი დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა დაახლოებით რვა ჰექტარი ტყის ფართობი მოიცვა.

როგორც ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორმა დავით გაგოშიძემ განაცხადა, 31 აგვისტოსთვის ხანძრის ლოკალიზება მოხერხდა. მაშინ ის 5 ჰექტარზე იყო გავრცელებული, მაგრამ ამოვარდნილი ქარის გამო ხანძარი განახლდა და უკვე დაახლოებით რვა ჰექტარი მოიცვა.

”ადგილზე დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულები არიან მაშველები და რეზერვისტები, შეიძლება ვერტმფრენებიც ავ

ამოქმედოთ”, - აღნიშნა გაგოშიძემ.

მთავარი თემები