მაღაროელთა მდგომარეობა, რომლებმაც დამწვრობები აფეთქებისას მიიღეს, მძიმეა

გამოწერა
შვიდი მაღაროელის მდგომარეობა, რომლებმაც დამწვრობები ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს აფეთქებისას მიიღეს, კვლავ მძიმეა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპოდენტს 30 აგვისტოს თბილისის დამწვრობის ცენტრში.

 

თბილისი, 30 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. შვიდი მაღაროელის მდგომარეობა, რომლებმაც დამწვრობები ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს აფეთქებისას მიიღეს, კვლავ მძიმეა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპოდენტს 30 აგვისტოს თბილისის დამწვრობის ცენტრში.

აფეთქება 27 აგვისტოს 22:00 საათსა და 23:00 საათს შორის მოხდა. აფეთქების დროს მაღაროში 11 ადამინია იმყოფებოდა, მათგან ერთი უვნებელი გადარჩა. სამი ადამიანი დაიღუპა, შვიდმა სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, ხუთი მათგანი მძიმე მოტეხილობებით და დამწვრობით თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ორი მაღაროელი კი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მოათავსეს. ერთი მათგანი სამედიცინო დახმარების მიღების შემდეგ უკვე გაეწერა თბილისის ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან.

დანარჩენი შვიდი მაღაროელი დამწვრობის ცენტრში მკურნალობს.

სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” რეანიმაციის განყოფილებაში აცნობეს, რომ მაღაროელების სიცოცხლეს საფრთხე კვლავ ემუქრება, რადგანაც მათ ინტოქსიკაციის მძიმე პერიოდი ეწყებათ. ”პაციენტებისთვის უახლოესი ორი დღე, ფაქტობრივად, კრიტიკული იქნება”, - აღნიშნეს მედიკოსებმა.

ექიმების მონაცემებით, დაშავებულებმა მიიღეს სასუნთქი გზების დამწვრობები, ასევე ზედაპირის ღრმა დამწვრობები, რის შედეგადაც სხეულის ზედაპირის 30-დან 60%-მდე დაშავდა.

მედიკოსები ვარაუდობენ, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბარი დაახლოებით სამი-ოთხი დღის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ტრაგედიის მსხვერპლთა დაკრძალვის და დაშავებულთა მკურნალობის ხარჯების გამოყოფის შესახებ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რომელიც შაბათს, აფეთქებასთან დაკავშირებით, ტყიბულში იმყოფებოდა. მან ასევე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპული მაღაროელების ოჯახებს. 

აფეთქების ფაქტზე მიდინარეობს გამოძიება. მეთანის აფეთქება – უბედური შემთხვევის ერთადერთი ვერსიაა. ამჟამად დგინდება, თუ საიდან მოხვდა ნაპერწკალი, რომელმაც მისი აალება გამოიწვია. გარდა ამისა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

მიმდინარე წელს ტყიბულის მაღაროში ეს უკვე მეორე აფეთქებაა. 3 მარტს მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0