სიახლე ქართულ ბაზარზე – „ოპიუმ ჯორჯია" ჩაის მოყვარულებისათვის

© FB / Opium Georgiaოპიუმ ჩაი
ოპიუმ ჩაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სულ რაღაც ცხრა თვეა, რაც ვასილ ჩითინაშვილმა კომპანია „ოპიუმ ჯორჯია“ დააარსა. კომპანია 25 სახეობის მაღალი ხარისხის არომატულ ჩაის აწარმოებს და დაუვიწყარ გემოს სთავაზობს ჩაის მოყვარულებს.

საჯარო სამსახურში რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ ვასილ ჩითინაშვილმა საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. მოკლე ხანში მის მიერ წარმოებულმა ჩაიმ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ დამფუძნებელი უახლოეს მომავალში ბრენდული მაღაზიის გახსნასაც კი გეგმავს.

© FB / Vasil Chitinashviliვასილ ჩითინაშვილი
ვასილ ჩითინაშვილი - Sputnik საქართველო
ვასილ ჩითინაშვილი

— დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ცხრა წელი ვმუშაობდი საჯარო სამსახურში, შემდეგ გადავწყვიტე ჩემი ძალები ბიზნესშიც მომესინჯა და ჩემს პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე კომპანია „ოპიუმ ჯორჯია“.

– როგორ მოვიდა იდეა, რატომ გაგიჩნდათ სურვილი ჩაის წარმოება დაგეწყოთ?

— ჩაი, ეს არის ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანი, რომელიც შეიცავს ბევრ დადებით თვისებას და არის ელიტარული სასმელი. კომპანიის მიზანია გაზარდოს ჩაის სმის კულტურა საქართველოში.

– რამდენი სახეობის ჩაის აწარმოებთ?

— ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 25 სახის ჩაის, სხვადასხვა ხილის და მცენარეული დანამატებით. ასევე მცენარეულ ჩაის – გვირილას, ასკილს, კარკადეს, მოცვს. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ გაიზარდოს ასორტიმენტი.

– თქვენ თავად როგორი არომატის ჩაი მოგწონთ?

— მე უფრო არომატულ ჩაის ვსვამ. ასეთი ჩაი გაჯერებულია ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით.

© FB / Opium Georgiaოპიუმ ჩაი
ოპიუმ ჩაი - Sputnik საქართველო
ოპიუმ ჩაი

– როგორ ფიქრობთ, საქართველოში ჩაის სმის კულტურა არსებობს?

— მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჯერ ბევრია სამუშაო. უკეთ უნდა დაინერგოს ჩაის სმის კულტურა. კომპანიის მიზანიც სწორედ ეს არის.

– თქვენეული რეცეპტი თუ გაქვთ – როგორ დავაყენოთ არომატული ჩაი?

— როდესაც ჩაიდანში ვაყენებ, ჩაის ვასხამ დაახლოებით 90 გრადუსიან ადუღებულ წყალს ნახევრამდე. ველოდები სამი წუთი და შემდეგ ვავსებ ბოლომდე ჩაიდანს. ასე ჩაი უფრო არომატული გამოდის.

– ჩაის წარმოებამდე ბიზნესის სფეროში გქონდათ გამოცდილება?

— არა, არ მქონია გამოცდილება, მაგრამ ბევრ ტრენინგებსა და სემინარებს ვესწრებოდი ამ საკითხებზე. მე ვთვლი, რომ თუ ადამიანი გულით აკეთებ საქმეს და ბევრ შრომას, ენერგიას ჩადებ, ყველაფერი გამოგივა.

© FB / Opium Georgiaოპიუმ ჩაი
ოპიუმ ჩაი - Sputnik საქართველო
ოპიუმ ჩაი

– არ გაგიჭირდათ ქართულ ბაზარზე თავის დამკვიდრება?

— ნებისმიერ ახალ კომპანიას უჭირს ბაზარზე თავის დამკვიდრება, მით უმეტეს, როცა თითქმის არ გაქვს ფინანსური რესურსი. მაგრამ ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ კომპანია წინ წავიდეს და ბაზარზე თავისი ადგილი დაიმკვიდროს.

– როგორ ფიქრობთ, წარმატების მისაღწევად რა აუცილებელი თვისებებია საჭირო?

— წარმატების მისაღწევად ბევრი შრომა და ენერგიაა საჭირო. უნდა გიყვარდეს შენი საქმე და გულით აკეთებდე. რაც მთავარია, არ დანებდე, არ შეუშინდე წინააღმდეგობებს. ასჯერ რომ დაეცე, უნდა ადგე და გააგრძელო გზა. ეს ჩემი დევიზია.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– სამომავლო გეგმებში შედის კომპანიის ზრდა და განვითარება. მინდა ბრენდული მაღაზიის გახსნა. ამ ეტაპზე მხოლოდ რესტორნებსა და ბარებთან ვთანამშრომლობთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0