სამხედრო ძალების 22-ე ბატალიონმა საჩვენებელი სწავლება გამართა

© photo : courtesy of Ministry of Defence of Georgia / FBსამხედრო წვრთნები საქართველოში
სამხედრო წვრთნები საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 03.07.2021
გამოწერა
ორკვირიანი სწავლების მთავარ ამოცანას ქვედანაყოფის ცოდნის ამაღლება, ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედება და კომბინირებული მოქმედების წარმოება წარმოადგენდა.
თბილისი, 3 ივლისი - Sputnik. საქართველოს სამხედრო ძალების 22-ე ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შემდგომ შენარჩუნების ფაზაში ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოში“ გამართა, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საჩვენებელი სწავლება ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას ალფა ასეულთან ერთად ტანკსაწინააღდეგო, „ჯაველინის“ ჯგუფები, ჰაერსაწინააღმდეგო, სატანკო და საინჟინრო ქვედანაყოფები იღებდნენ.
ასეულს მხარს უჭერდა საარტილერიო ბატალიონი 152 მმ დანა ბატარეა, 82 მმ ნაღმმტყორცნთა ჯგუფი და სატანკო ოცეული. სწავლებას ასევე დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს წარმოადგენს. პროგრამის მიზანი საქართველოს შეარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაა.
2018 წლის მაისში ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიხსნა გერმანული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგიური საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC), რომელიც GDRP-ს ფარგლებში ქართველი სამხედროების გადამზადებისთვის არის განკუთვნილი.
 
ყველა ახალი ამბავი
0