ქვეყნის პირველი პირები მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ

© photo: Sputnik / Stringerანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
გამოჩენილი ქართველი  მსახიობის, მარინა ჯანაშიას როლები სამუდამოდ აღიბეჭდება ქართველი მაყურებლის  მეხსიერებაში.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველი პირები გამოჩენილი ქართველი მსახიობის, მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა>>

ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია დღეს გარდაიცვალა. მსახიობს რამდენიმე წლის წინ სიმსივნე დაუდგინდა. იგი გერმანიაში მკურნალობდა და 14 ოპერაცია ჩაუტარდა. მკურნალობის დასრულების შემდეგ იგი თეატრს დაუბრუნდა, თუმცა დაავადების ბოლომდე დამარცხება ვერ შეძლო.

მსახიობის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მარინა ჯანაშიას შექმნილმა არაერთმა დასამახსოვრებელმა სახემ თეატრი შეაყვარა ახალი თაობის მაყურებელს, კინოფირებმა შემოგვინახეს მისი გამორჩეული სამსახიობო ოსტატობა. ვუსამძიმრებ ქართული კულტურის მოღვაწეებს მარინა ჯანაშიას - ამ ნიჭიერი მსახიობის გარდაცვალებას, მისი სახით თეატრალურმა საზოგადოებამ კიდევ ერთი დიდი დანაკლისი განიცადა" - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

მსახიობის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.

„ქართულმა თეატრმა და კინომ დღეს კიდევ ერთი ვარსკვლავი დაკარგა. დაუვიწყარი სახეები, რომლებიც მარინა ჯანაშიამ შექმნა, სამუდამოდ დარჩება მისი შემოქმედების თაყვანისმცემელთა მეხსიერებაში და თაობებს გადაეცემა. მარინა ჯანაშიას გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის“, - აღნიშნა კუჭავამ.

გამომშვიდობება კახი კავსაძესთან: საქართველომ ლეგენდარული მსახიობი დაკრძალა - Sputnik საქართველო, 1920, 01.05.2021
გამომშვიდობება კახი კავსაძესთან: საქართველომ ლეგენდარული მსახიობი დაკრძალა

ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარინა ჯანაშია 1949 წლის 28 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. მსახიობის კარიერა რუსთაველის თეატრში დაიწყო, შემდეგ იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, ხოლო 1988 წელს კი კვლავ რუსთაველის თეატრს დაუბრუნდა.

მან დაუვიწყარი სახეები შექმნა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა  „ანტიგონე“, „რომეო და ჯულიეტა“, „ქალის ტვირთი“, „ქართველი ქალი“, „ოტელო“, „თავადის ასული მერი“, „ევრიდიკე“, „ისევ ვოდევილები“, „კარმენი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ჯინსების თაობა“ და სხვა.

აღსანიშნავია მისი როლები ფილმებში: „ნუცა“, „საქმე გადაეცემა სასამართლოს“, „მშობლიურო ჩემო მიწავ“, „გზის დასაწყისი“, „კუკარაჩა“, „მარადისობის კანონი“ და ა.შ.

ყველა ახალი ამბავი
0