ზემო იმერეთი–რაჭის გზის მშენებლობა–რეკონსტრუქცია აქტიურ ფაზაშია

© photo: Roads Department of Georgia / FBიმერეთი-რაჭის გზის მშენებლობა
იმერეთი-რაჭის გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
მშენებლობის დასრულების შემდეგ ზემო იმერეთი–რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე–ონის მარშრუტით მგზავრობის დრო სულ მცირე ერთი საათით შემცირდება.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 51 კმ-მდე გზის მშენებლობა–რეკონსტრუქცია აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
დასავლეთ საქართველოს ორი რეგიონი ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება

უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის ზემო იმერეთი–რაჭის გზის მეშვიდე მონაკვეთზე მიწის სამუშაოები და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

51-კილომეტრიანი გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, შქმერს, ბოყვას, კვაშხიეთსა და ზუდალს. საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას. ეს წერტილი ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით. 

„ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს", – აღნიშნულია დეპარტამენტის განცხადებაში.

გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში, მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული გზა აქამდე გრუნტის იყო, პროექტის ფარგლებში კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2021
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება

მშენებლობის დასრულების შემდეგ ზემო იმერეთი–რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე–ონის მარშრუტით მგზავრობის დრო მინიმუმ ერთი საათით შემცირდება, ხოლო 1,5 საათით შემცირდება თბილისიდან ონში მგზავრობის დრო – დედაქალაქიდან რაჭაში ჩასვლას 6 საათის ნაცვლად დაახლოებით 4,5 საათი დასჭირდება.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 111 მლნ ლარზე მეტია.

ყველა ახალი ამბავი
0