საქართველოს პრეზიდენტმა 12 პირი შეიწყალა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2021
გამოწერა
შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან ან მისთვის დანიშნული სასჯელი შემცირდეს/შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 10 თავისუფლებაღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე პირი შეიწყალა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
საქართველოს პრეზიდენტმა რვა მსჯავრდებული შეიწყალა

ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულიდან სამი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან, ხოლო შვიდ მსჯავრდებულს დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა შეუმცირდა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე ორ პირობით მსჯავრდებულს.

საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 2021 წლის 26 მაისს გამოსცა.

პრეზიდენტი საქართველოს სსკ-ის 78-ე მუხლის საფუძველზე ახორციელებს შეწყალებას ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ; შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისგან, ან მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. ასევე სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

ყველა ახალი ამბავი
0