თბილისის ცენტრში ქუჩები კვლავ გადაიკეტება – საპროტესტო აქცია გრძელდება

© Sputnik / STRINGERვარლამ გოლეთიანი
ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები განაგრძობენ საპროტესტო აქციებს დედაქალაქში, მიტინგებიდან ისინი ქალაქის ცხოვრების რიტმის პარალიზებაზე გადადიან.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები თბილისში აქციებს განაგრძობენ – დღეს, ისევე, როგორც გუშინ, საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ. ამის შესახებ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვისას „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერმა და აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

გოლეთიანის თქმით, ის შეგნებულად არ ასახელებს მსვლელობის მარშრუტს წინასწარ. ეს აქციის დაწყების წინ რესპუბლიკის მოედანზე გამოცხადდება.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მსვლელობა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისის ცენტრალური გამზირი გაათავისუფლეს

აქცია დღეს 16:00 საათზე დაიწყება და ამ დროს გამოცხადდება, თუ რა მიმართულებით დაიწყება მსვლელობა და რომელი ქუჩები გადაიკეტება. გოლეთიანის თქმით, გეგმა ისაა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე, სანამ მათი ძირითადი მოთხოვნები არ შესრულდება.

რაც შეეხება აქციის მონაწილეთა ულტიმატუმის ენას, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ მიუღებელია, გოლეთიანმა განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს თავიდანვე რომ ამ ტონით ესაუბრათ, ისინი აქამდე უკვე მიაღწევდნენ თავიანთ მიზანს.

გოლეთიანის თქმით, მთავრობამ ამოწურა დიალოგის ყველა სივრცე, ხელისუფლებამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე, პროტესტის ამ ფორმამდე, ამიტომ მათ სხვა არჩევანი აღარ დარჩენიათ, თუ არა გაერთიანება ამ უსამართლობასთან ბრძოლაში.

თურნავა: მოსახლეობა სიმართლეს ნამახვანჰესის შესახებ ქუჩასა და კარვებში არ უნდა იგებდეს>>

მისი თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია. კერძოდ, კომპანია Enka უნდა გავიდეს რიონის ხეობიდან, უნდა გაუქმდეს ყველა დოკუმენტი, რომელიც ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლიდან, მათ შორის მისთვის მიწის გადაცემის შესახებ შეთანხმება. ისინი ასევე მოითხოვენ მორატორიუმის გამოცხადებას „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე, ხოლო ენერგოსექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტის დაწყებას ფართო საზოგადოების მონაწილეობით.

კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
რატომ გაუჩნდა კახა კუჭავას „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან შეხვედრის სურვილი

„ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე პროტესტი უკვე 211 დღე გრძელდება. აქციამ რეგიონიდან თბილისში კვირას გადმოინაცვლა. აქციაზე მთავრობის მიმართ რიგი მოთხოვნები წამოაყენეს, რომელიც ხელისუფლებას 24 მაისის შუადღემდე უნდა შეესრულებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები დაიმუქრნენ, რომ ქალაქის პარალიზებას მოახდენდნენ. ისინი უკვე შეუდგნენ თავიანთი გეგმის რეალიზებას. ორშაბათს აქციის მონაწილეებმა რამდენიმე საათით გადაკეტეს თბილისის ცენტრალური ქუჩები.

ხელისუფლება, თავის მხრივ, ულტიმატუმის ენას მიუღებლად მიიჩნევს და აქციის მონაწილეებს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს.

ყველა ახალი ამბავი
0