„ჩვენი ინვესტიციები ტექნოლოგიებში – სწორი ნაბიჯია“: თურნავამ Pulsar AI-ს წარმატება მიულოცა

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBნათია თურნავა
ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2021
გამოწერა
2018 წელს Pulsar-მა „თიბისი ბანკიდან“ გადახდის ინოვაციური მეთოდისთვის საერთაშორისო პრემია მოიგო. Pulsar-ის ხმოვანი ტექნოლოგია ასევე „თიბისი ბანკის“ მობილურ ბანკში გამოიყენება, რომელიც 2019 წელს საუკეთესოდ აღიარეს.

თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ქართული სტარტაპის Pulsar AI-ის საერთაშორისო წარმატება დასტურია, რომ ჩვენი ინვესტიციები ადამიანურ კაპიტალში, ინოვაციებსა და ტექნოლოგიებში – სწორი ნაბიჯია და ამ მიმართულებით მზად ვართ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა განვახორციელოთ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი Pulsar AI გლობალურ ბაზარზე გაიყიდა და ის შეიძინა ამერიკულმა კომპანია SpinCar-მა – ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების მსოფლიო ლიდერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული სტარტაპის გუნდს თავბრუდამხვევი წარმატება მიულოცა

„ეს ფაქტიც ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა ინტელექტუალური პოტენციალი არსებობს საქართველოში და, დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება და გამარჯვება გველოდება“, – განაცხადა თურნავამ.

გარიგების ღირებულება რამდენიმე ათეულ მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამ გარიგების შედეგად Pulsar AI-ის ტექნოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და Pulsar AI-ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.

კომპანია Pulsar AI, რომელიც ციფრული მარკეტინგის სფეროში საქმიანობს, ქართულ ბაზარზე 2016 წელს გამოჩნდა. მათი სპეციალისტების წყალობით ქართული ვებ-გვერდების ჩატ-ბოტები ქართულად „ამეტყველდნენ“.

2018–2019 წლებში სტარტაპი Pulsar AI ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ეგიდით განხორციელებული 100 ათასი და 650 ათასი ლარის ოდენობით თანადაფინანსების გრანტების გამარჯვებულია.

ყველა ახალი ამბავი
0