„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები რეგონებში მოსახლეობას ხვდებიან    

© Sputnik / STRINGER„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები
„ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2021
გამოწერა
რიონის ხეობის მცველები 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მასშტაბური აქციის საქართველოს დედაქალაქში ჩასატარებლად ემზადებიან.

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ცაგერის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, იუწყება პირველი არხი.

კომპანია ЕNKA მზადაა გადაიხადოს ჯარიმა>>

უკვე ნახევარი წელია საქართველოში „ნამახვანჰესის” გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

„ნამახვანიჰესის“ შეჩერებული სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
„ნამახვანჰესის“ მედიაციის პროცესში საერთაშორისო შაუამავალი ჩაერთო

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის“ პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„პირველი შეხვედრა გვქონდა წყალტუბოში, ახლა ცაგერში, ასევე დღეს გადავდივართ რაჭაში. გვინდა, გავიდეთ გუმათის ფარგლებს გარეთ და შევხვდეთ ადამიანებს, დეტალურად მოვუყვეთ ჩვენი გეგმების შესახებ. მაქსიმალურად შევეცდებით, მოვიცვათ სხვადასხვა ქალაქი. ჩვენი პროტესტი უკავშირდება „ნამახვანჰესს", იქ არსებულ პრობლემებს“, – განაცხადა „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველები მოსახლოებასთან შეხვედას საქართველოს ყველა რეგიონში გეგმავენ.

„ხალხის თანადგომითა და გაერთიანებით უნდა შევძლოთ, ხელისუფლებას არ უნდა დავუტოვოთ სხვა გზა, გარდა ანგარიშის გაწევისა ხალხის მოთხოვნებზე“, – განაცხადა საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მირზა ნოზაძემ.

ვარლამ გოლეთიანი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქციები სხვადასხვა ქალაქში გაიმართა

რიონის ხეობის მცველები 23 მაისს თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან.

მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობაზე 9–12 თვის ვადით მორატორიუმი გამოაცხადა, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება. ამასთან მორატორიუმი არ შეეხება რიონის ხეობაში სხვა სამშენებლო სამუშაოების პროცესს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართვის საფუძველზე „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ მედიაციის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვებოდა. 

ორი დღის წინ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება მზადაა, „ნამახვანჰესის“ საკითხებზე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ექსპერტებთან და მთავრობასთან იმუშაოს.

პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველებმა“ წყალტუბოში ნამახვანის წინააღმდეგ მიტინგი გამართეს - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
პროტესტი საქართველოში: „რიონის მცველების“ მიტინგი ნამახვანჰესის წინააღმდეგ წყალტუბოში

სადისკუსიო პროცესში ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე მიიღებს მონაწილეობას.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი.

საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.

ყველა ახალი ამბავი
0