გიორგობა ავღანეთში: როგორ აღნიშნეს ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა დღესასწაული

© photo: Sputnikწმინდა გიორგის გამოსახულება ქაშუეთის ტაძარზე
წმინდა გიორგის გამოსახულება ქაშუეთის ტაძარზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობის დღესასწაული ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წმინდა გიორგი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
საქართველოში გიორგობა აღინიშნება

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.

საქართველო ავღანეთში სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ამ წლების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას თავდაცვის ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
ღარიბაშვილი: ჩვენ ამაყად და თავაწეულები დავტოვებთ ავღანეთის მისიას

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ავღანეთიდან საკუთარი სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანას დაიწყებს, რომელიც ამჟამად იქ ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობს. ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი 1 მაისიდან დაიწყო.

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში იმყოფება 13 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0