საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრების გახსნაზე მსჯელობს

© photo: Sputnik / Stringerსარფის საკონტროლო პუნქტი
სარფის საკონტროლო პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2021
გამოწერა
საქართველოს სახმელეთო საზღვრები წელიწადზე მეტია დაკეტილია, ქვეყანაში შემოსვლა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.

თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველომ სახმელეთო საზღვრები შეიძლება ვაქცინაციის მაღალი ტემპის ფონზე გახსნას, განუცხადა ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველომ საჰაერო საზღვრები 1 თებერვალს გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია. ამ არხებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნება სურთ. უცხოელებს ქვეყანაში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ. ამასთან ჩამოსვლისთვის რიგი წესები და პირობები შეიცვალა.

ნათია თურნავა - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
რა შემთხვევაში მიიჩნევა ობიექტი კოვიდ-უსაფრთხოდ: თურნავას განმარტება

„რაც შეეხება სახმელეთო საზღვრის გახსნას, ამაზეც ვმუშაობთ. მიდის მუშაობა, რომ გაიხსნას დაახლოებით იმავე წესებით, რა წესებითაც საჰაერო საზღვრებს ვმართავთ. მაგალითად, ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის უფრო ადვილი შემოსვლა და ა.შ. ვფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია იმავე პრინციპის გამოყენება სახმელეთო საზღვრების მიმართ და, ვფიქრობთ, ეს შესაძლებელი იქნება მაღალი ვაქცინაციის ტემპის ფონზე", – განაცხადა თურნავამ.

ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ნელი ტემპით მიდის. 15 მარტიდან დღემდე 51.600 ადამიანი აიცრა. ორი დოზა კი უკვე 7 ათასზე ცოტა მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

რაც შეეხება საზღვრებს, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართულია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.

როგორც იქნა - ტურისტები! - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2021
როგორც იქნა – ტურისტები!

ამჟამად საჰაერო საზღვრებზე მკაცრი ანტივირუსული ზომები მოქმედებს.

საქართველოში ჩამოფრენისას მგზავრებმა საზღვარზე უნდა წარმოადგინონ PCR–ტესტი უარყოფითი პასუხით და განმეორებითი ანალიზი უნდა გაიკეთონ ჩამოსვლიდან მესამე დღეს.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში ჩამოსვლა თავისუფალია, თუ კორონავირუსზე ვაქცინაციის სრული კურსი აქვთ ჩატარებული და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნიათ.

ყველა ახალი ამბავი
0