მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

© photo: Sputnikსამგზავრო ავტობუსი
სამგზავრო ავტობუსი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
შესაბამისი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შეზღუდვები, რომლებიც 25 თებერვლიდან  შემსუბუქდება - სრული ჩამონათვალი>>

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა 8 თებერვლიდან განაახლა. გამონაკლისი იყო შაბათ-კვირა, რა დროსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობდა.

„რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, 25 თებერვლიდან ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება.

სამარშრუტო ტაქსი - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
25 თებერვლიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაწესებული რეგულაციების აღსრულება მკაცრად გაკონტროლდება.

საქართველოში ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზრუდვა 2020 წლის 28 ნოემბრიდან ამოქმედდა. ქვეყანაში გაუმჯობესებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ  8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლების (უქმე დღეების გარდა) გადაწყვეტილება მიიღო, რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მასზე აკრძალვა ჯერ კიდევ მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0