პროკურორთა საბჭო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს მთავარი პროკურატურა
საქართველოს მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საბჭოს ფუნქციებში შედის ქვეყნის გენერალური პროკურორის დანიშვნა და მთლიანად უწყების მუშაობის გაკონტროლება.

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს პროკურორთა საბჭო პარასკევს, 15 იანვარს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს, განაცხადა საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ ნანა ხუნჯუამ.

ხუნჯუას თქმით, მისი უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს იწურება. ახალ თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრით, ხმების უმრავლესობით გამოავლენენ.

პროკურორთა საბჭოს თავმჯდომარე ნანა ხუნჯუა საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად 2019 წლის 16 იანვარს აირჩიეს. მისი წინამორბედი საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი იყო, რომელიც ორივე თანამდებობას ითავსებდა.

საქართველოში 2018 წლის 16 დეკემბრიდან განახლებული კონსტიტუცია ამოქმედდა, რომლის თანახმად გენერალური პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანო გახდა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს, სხვა ნებისმიერი სამინისტროს მსგავსად, მის მუშაობაში ჩარევა არ შეუძლია.

რაც შეეხება პროკურორთა საბჭოს, ის 2015 წელს შეიქმნა. მასში შევიდნენ პროკურორები, პარლამენტის დეპუტატები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. საბჭოს ფუნქციებშია გენერალური პროკურორის დანიშვნა და უწყების მუშაობის გაკონტროლება.

ყველა ახალი ამბავი
0