შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების წესებში ცვლილებები შედის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოსა და ევროკავშირის დროშები
საქართველოსა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ ხანმოკლე დროით შენგენის ზონის ქვეყნებში ტურისტული თუ საქმიანი ვიზიტით გამგზავრების უფლება 2017 წლის მარტიდან მოიპოვეს.

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. შენგენის რეგულაციებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო–გამტარ პუნქტზეც შემოწმდება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება 2021 წლის 1 იანვრიდან შედის ძალაში.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ვინ, როდის და როგორ გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს: განისაზღვრა პირობები

საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა, ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს.

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არიან, დაიცვან:​

  • ადგილსამყოფელ ქვეყანაში შესვლის წესები;
  • უვიზო მიმოსვლით დადგენილი 90-დღიანი ვადით სარგებლობის პირობები;
  • ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა (საავტომობილო მოძრაობის წესები, საზოგადოებრივი წესრიგი და ა.შ.).

90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში კი ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ამ შემთხვევაში პირი შესაძლოა გააძევონ ქვეყნიდან და მას აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა ხუთ წლამდე ვადით. ასევე შესაძლოა დაეკისროს ჯარიმა 3 ათას ევრომდე.

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას>>

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით: ტურისტული მოგზაურობა; ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება; საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა; საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა; მოკლევადიან სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა; სამედიცინო სერვისებით სარგებლობა – მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია.

ყველა ახალი ამბავი
0