თავდაცვის მინისტრმა 2020 წლის ანგარიში წარადგინა

© Ministry of Internal Affairs of Georgia / photo: Irakli Garibashvili / FBქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამინისტროს მთავარ პრიორიტეტს ქართული ჯარის გაძლიერება წარმოადგენს.

თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყებაში გატარებული რეფორმების შესახებ წლიური ანგარიში წარმოადგინა და 2020 წლის საქმიანობა შეაჯამა.

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
თბილისში „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო

სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოსთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან პრაქტიკული თანამშრომლობა ყოველდღიურად ძლიერდება.

მინისტრმა განაცხადა, რომ 2020 წელი თავდაცვის უწყებაში სამხედროებზე ზრუნვის წლად იყო გამოცხადებული და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით მრავალი ნაბიჯი გადაიდგა. მისი თქმით, ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და მზადყოფნის გაძლიერებას ემსახურება.

ახალი ID–მოწმობები სპეციალურად ქართველი სამხედროებისთვის>>

ამასთან, ღარიბაშვილმა ეროვნული სამხედრო მრეწველობის განვითარებაზე ისაუბრა, რომელიც სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„მომდევნო წელს ქმედით ნაბიჯებს გადავდგამთ დაწყებული პროექტების დასასრულებლად და ახალი პროექტების დასაწყებად. ამ მიმართულებით მეტი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ერთობლივი საწარმოების შესაქმნელად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან – პოლონეთთან, ჩეხეთთან და ისრაელთან. არტილერია იქნება ერთ-ერთი გამოკვეთილი მიმართულება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მინისტრმა თავდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისა და მართვის ღონისძიებებსაც გაუსვა ხაზი. მან უხილავ მტერთან ბრძოლაში გორის სამხედრო ჰოსპიტლის გაძლიერებული სამედიცინო შესაძლებლობები აღნიშნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ქართველი ჯარისკაცები - Sputnik საქართველო
საქართველოში ვადიანი სამხედრო სამსახურის რეფორმა გატარდება

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა მისიებში შეტანილი წვლილისთვის.

„ჩვენს სამხედროებს თავიანთი პროფესიონალიზმითა და თავგანწირვით დიდი წვლილი შეაქვთ სამშვიდობო ოპერაციებში, იქნება ეს ავღანეთში „ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისია“ თუ ევროკავშირის მისიები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს სამხედროებს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი განსაკუთრებული კონტრიბუციისა და თავდადებისთვის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბინები სამხედროებს შეღავათიან ფასად: ვინ ისარგებლებს პროექტით>>

დასკვნით ნაწილში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა. მან განსაკუთრებით გამოყო მათთვის აშშ-ის მხარდაჭერით რეგიონში უპრეცედენტო სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა და სახელფასო დანამატის დანიშვნა.

ყველა ახალი ამბავი
0