სერგეენკო: თუ ამის საჭიროება იქნება, არჩევნების შემდეგ მზად ვარ მორიგე ექიმად ვიმუშაო

© photo: Sputnik / Stringerდავით სერგეენკო
დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით სერგეენკოს განცხადებით, იმის მიუხედავად, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება.

თბილისი, 17 ნოემბერი – Sputnik. მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად იქ, სადაც იქნება ამის საჭიროება, განაცხადა საბურთალოს საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატოიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, საქართველოს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა მონაწილეობას ოპოზიცია, არჩევნების მეორე ტური მაინც გაიმართება, მმართველი პარტია ემზადება არჩევნების ჩასატარებლად პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების პირობებში.

დავით სერგეენკო - Sputnik საქართველო
სერგეენკო: მართლაც არ გვაქვს მარტივი მდგომარეობა

„მაქვს პასუხისმგებლობა ჩემი ამომრჩევლის წინაშე, რომ მეორე ტური მივიყვანო ბოლომდე, მაქსიმალურად უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ. თუმცა, მერე ვფიქრობ, რომ თუ კლინიკებში საჭირო გახდება, დავახმარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. მარტივად რომ ვთქვათ, მზად ვარ ვიმუშაო მორიგე ექიმად იქ, სადაც იქნება ამის საჭიროება“, – აღნიშნა სერგეენკომ.

არჩევნების მეორე ტური საქართველოში 21 ნოემბერს გაიმართება. ოპოზიცია, რომელიც არ აღიარებს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და მეორე ტურში მონაწილეობაზე.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 85 952 ადამიანს დაუდგინდა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 68 929, გარდაიცვალა 778 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0