პატრიარქი: მოგმართავთ ყველას, მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში

© photo : Government of Georgia / FBპატრიარქი ილია მეორე
პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

ილია მეორე - Sputnik საქართველო
საპატრიარქოს გადაწყვეტილება: სად გააკეთებს პატრიარქი საკუთარ არჩევანს

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ეკლესია ყოველთვის იყო და არის ხალხის გამაერთიანებელი ძალა და პოლიტიკური მიკერძოება მისთვის უცხოა.

„ჩვენი ხალხი გონიერია და, მიუხედავად სხვადასხვა მცდელობისა, კარგად აფასებს მოვლენებს. ამიტომაც მოგმართავთ ყველას, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, რათა გამოვლინდეს უმრავლესობის ნება და თითოეული თქვენგანი სწორი გადაწყვეტილებით დაეხმაროს სამშობლოს“, - ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ  ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ხმას გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემს.

ხვალ, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

ყველა ახალი ამბავი
0