საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ჩაერთო

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიქალი პირბადით
ქალი პირბადით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცენტრალური ონლაინ კლინიკა ორი მიმართულებით იმუშავებს: გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას, ხოლო ოპერატორები ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს განახორციელებენ.

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ამოქმედდა, რომელიც COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებს.

ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა იკლო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ-კლინიკა პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს დღეიდან დისტანციურად განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს.

უწყების ცნობით, ონლაინ-კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომლებმაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს.

ცენტრალური ონლაინ კლინიკა ორი მიმართულებით იმუშავებს. კერძოდ, გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს- მონიტორ/ოპერატორები განახორციელებენ.

ცენტრალური ონლაინ კლინიკა შემთხვევების შესახებ ინფორმაციას 112-ის ცენტრიდან იღებს, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით,  საქმეები განაწილდება ონლაინ კლინიკებში და ასევე ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით, ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 37263-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 19810 ადამიანი, გარდაიცვალა – 285, კარანტინის რეჟიმშია 3070, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4200 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2324 ადამიანი იმყოფება.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0