ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში პაციენტების გარდაცვალების მიზეზები განმარტეს

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგანაც ორი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტი იყო

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში  გარდაცვლილ ორივე პაციენტს  „კოვიდ-19-ის“ დიაგნოზის პარალელურად, მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტესტირება თბილისში - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონებში: ყველაზე მეტი ისევ თბილისშია

ბოლო 24 საათში საქართველოში ახალი კორონავირუსით სულ 7 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგანაც ორი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტი იყო.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მენეჯერის გია კიკაბიძის განცხადებით, გარდაცვლილი არიან 51 და 68 წლის მამაკაცები.

„68 წლის კაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსდა 27 სექტემბერს. დიაგნოზი: „კოვიდ-19“, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადებები: გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, წინაგულთა ფიბრილაცია“, — განაცხადა გია კაკაბაძემ.

რაც შეეხება 51 წლის მამაკაცს, ის საავადმყოფოში 8 ოქტომბერს გადაიყვანეს დიაგნოზით: „კოვიდ-19“, ორმხრივი პნევმონია, ჰიდროთორაქსი.  თანმხმლები დაავადებები: არტერიული ჰიპერტენზია, მიტრალური სარქვლის კრიტიკული და აორტის სარქვლის პირველი ხარისხის ნაკლოვანება, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება.

პირბადიანი ძეგლები თბილისში - Sputnik საქართველო
თბილისში შეიძლება ზომები გამკაცრდეს: ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ირწმუნებიან, რომ კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა ვერცერთი პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია შვიდი პაციენტი (ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან), ხოლო  სულ რეანიმაციულ განყოფილებაში 44 პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  მათგან გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა შვიდი. აქედან აჭარას კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა უკავშირდება.  გასულ დღე ღამეში რეგიონში გამოჯანმრთელდა 181 და გარდაიცვალა ორი პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0