საგამოძიებო სამსახური განმარტავს, რატომ ამოწმებს ენზელ მკოიანის ძმის კომპანიას

© photo: Enzel Mkoyan / FBენზელ მკოიანი
ენზელ მკოიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ მისი ძმის მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში საგამოძიებო სამსახური შევიდა, და დოკუმენტების დალუქვისა და გატანის ამსახველი კადრები გაავრცელა.

თბილისი, 18 სექტებერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატის ენზელ მკოიანის ბრალდებებს პასუხობს და მის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

პოლიციის ლენტა შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
ახალქალაქში „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმის მანქანა ააფეთქეს

გუშინ, 17 სექტემბერს პარლამენტის დეპუტატმა ენზელ მკოიანმა განაცხადა, რომ მისი ძმის მარტუნ მკოიანის გაზის კომპანიაში ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა და მან დოკუმენტების დალუქვისა და გატანის ამსახველი კადრები გაავრცელა. მკოიანი, რომელიც მომავალ არჩევნებზე ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარად დამოუკიდებლად აპირებს კენჭისყრას, აღნიშნულს მასზე წინასაარჩევნო ზეწოლას უკავშირებს.

როგორც საგამოძიებო სამსახური განმარტავს, გამოძიება მოქალაქეთა განცხადების საფუძველზე დაიწყო და სიმართლეს არ შეესაბამება, რომ აღნიშნული ფაქტი მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო მოქალაქეთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე. საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია მხოლოდ შესაბამისი დოკუმენტაცია და არა კომპიუტერული ტექნიკა, ასევე არ გატარებულა სხვა სახის საპროცესო იძულების ღონისძიება, რაც ხელს შეუშლიდა კომპანიას განაგრძოს საქმიანობა და მოსახლეობის გაზით მომარაგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა თავადვე დაადასტურა ოქმზე ხელმოწერით, რომ დოკუმენტების ამოღება არ შეაფერხებს კომპანიის საქმიანობას.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე და 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით და დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებას გულისხმობს.

ახალაქალაქისა და ნინოწმინდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმის კომპანიის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას წინ უძღოდა საპროტესტო აქცია ახალქალაქში, სადაც შეკრებილები აცხადებდნენ, რომ მკოიანის ძმის გაზის კომპანია ტარიფებს შეგნებულად ზრდიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0