14:51 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
316 0 0

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი 29 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექმა გარე სამყაროს მოსწყვიტა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. რაჭაში ინფრასტრუქტურის კაპიტალურ, სრულფასოვან აღდგენას, სტიქიის მასშტაბიდან გამომდინარე, დასჭირდება დრო, დაახლოებით 2021 წლის გაზაფხულამდე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩაინგრა ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოფხვრა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.

„დღევანდელი მონაცემებით, ყველა სოფელს მიეწოდება როგორც წყალი, ისე ელექტროენერგია. თუმცა, კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები გრძელდება და დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ სამუშაოებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფაზე საგზაო მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

მთავარი თემები