გახარია: ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც ჩვენს მოქალაქეს დახმარება სჭირდებოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველომ მის ხელთ არსებული შეზღუდული რესურსი მოქალაქეების დასახმარებლად ძალზე ეფექტურად და ხელმომჭირნედ უნდა გამოიყენოს, აღნიშნა პრემიერმა.

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველომ პანდემიით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად არსებული ეკონომიკური რესურსი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოიყენოს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს მთავრობის მეთაური დეპუტატებს დღეს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება – მას ჯანმო რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა

„მსოფლიოში ვერავინ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, ეს პანდემია რა პერიოდით გაგრძელდება, როდის იქნება ვაქცინა, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება, ჩვენ კი არა, ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. და ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მოახლეობის დახმარება უცხოეთში მყოფ ქართველებსაც ეხებოდა. მან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვიყავით ყველგან, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას“, – განაცხადა პრემიერმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს თითქმის 22 ათას მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში მთავრობის ხელშეწყობით ორგანიზებულად დაბრუნდა 12 720 მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0